აზერბაიჯანმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ბარელი ნავთობი 35 დოლარად გაწერა

აზერბაიჯანმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ბარელ ნავთობზე საშუალო ფასი 35 დოლარი დაადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

პროექტის თანახმად ქვეყნის მშპ-ს ვარდნა 2020 წელს ნავარაუდევია 3%-ით, პანდემიამდე დაგეგმილია 3,8%-იანი ზრდის ნაცვლად.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ხარჯები კი შემცირებულია 25,847 მილიარდ მანათამდე, მაშინ როცა 2020 წლის ბიუჯეტში 26,913 მილიარდით იყო განსაზღვრული, ხოლო საბიუჯეტო შემოსავლები გაიზარდა 24,327 მილიარდ მანათამდე 2020 წლის 24,134 მილიარდთან შედარებით.

ქვეყნის სახელმწიფო სანავთობო ფონდიდან 2021 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 12,2 მილიარდი მანათი უნდა შევიდეს.

კოკა კვირკველია