დღეიდან ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომლებიც პორტუგალიიდან და საფრანგეთის პოლინეზიიდან დაბრუნდებიან, 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ამ ინფრმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პორტუგალიასა და საფრანგეთის პოლინეზიაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა სახელდება. ამასთან, ამ რეგიონებიდან სამშობლოში დაბრუნებულ ასობით ტურისტს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციები გაერთიანებული სამეფოს მთელ ტერიტორიაზე არ გავრცელდება და ის მხოლოდ შოტლანდიასა და უელსს შეეხება.
ინგლისსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში დაბრუნებულ მოქალაქეებს კი, 14-დღიანი კარანტინის გავლა არ მოუწევთ. ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 340 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.