მონაკოს ოკეანოლოგიის მუზეუმში 360°-იანი წყალქვეშა სამყაროს შოუ  გაიხსნა (+ფოტო)

მონაკოს ოკეანოლოგიის მუზეუმში მსოფლიოში პირველი 360°-იანი წყალქვეშა სამყაროს შოუ გაიხსნა, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ წყლის ბინადრების ცხოვრებას დააკვირდნენ და მათზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

ინსტალაცია ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფის მიხედვით არის დამზადებული და მასში ღვის ბინადრების 60-ზე მეტი სახეობის ხილვაა შესაძლებელი.

ინსტალაციაში 24 საათის განმავლობაში მაქსიმალური სიზუსტითაა ნაჩვენები თუ როგორც ცხოვრობენ ზღვის ბინადრები. ის მუზეუმის რამდენიმე დარბაზშია მოწყობილი და მისი საერთო ფართობი 650 კვ.მ.-ს შეადგენს.

იდეის ავტორების განცხადებით, მათ სურთ დიდი ბარიერული რიფის ბინადრების შესახებ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს და შეახსენოს მათ, რომ დედამიწის ამ განსაკუთრებულ ადგილს კლიმატის ცვლილების გამო გაქრობა ემუქრება.

ინსტალაცია ნებისმიერი ასაკის ადამიანზეა გათვლილი და მუზეუმის პერსონალი მათ ზღვის ბინადრების შესახებ საინტერესო ინფორმაციას აცნობს.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბარიერულ რიფს მსოფლიო ოკეანის მხოლოდ 0.2% უკავია, თუმცა იქ ოკეანის ბიომრავალფეროვნების 25-30%-ია წარმოდგენილი. ტემპერატურისა და ზღვის დონის მატების გამო კი ეს უნიკალური ადგილი განადგურების პირასაა.

ბექა ბერიაშვილი