ადგილობრვ ბაზარზე ორაგულის ძეხვი გამოჩნდება. როგორც შპს „ახალი თევზის“ გენერალურმა დირექტორმა გენო ნასყიდაშვილმა „ბიზნესპრესიუსთან“ საუბრისას განაცხადა ეს იქნება „უმალის“ ახალი პროდუქტი, რომლის რეცეპტი უკვე შემუშავებულია, დახლებზე კი მიმდინარე თვიდან გამოჩნდება.
მისივე ინფორმაციით, კომპანიამ უკვე აწარმოებს ორაგულის მწვადსა და ორაგულის სალათს ნორვეგიულად, რომელსაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს.
ცნობისთვის, შპს „ახალი თევზი“ „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა და ის „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის" ბენეფიციარია. კომპანია ამ დროისთვის რამდენიმე დასახელების თევზის სალათს, ზუთხს, კალმახს, მიდიებსა და აშ. აწარმოებს. განსაკურებით ნოვატორული იყო კომპანიის მიერ წარმოებული თევზის ხინკალი, პილმენი, კატლეტი და ბლინი, რომელიც ბაზარზე „უმალის“ ბრენდით იყიდება.
„ამ დროსთვის გვაქვს 60-მდე დასახელების პროდუქტი. ბოლოს დავამატეთ ორაგულის მწვადი და ორაგულის სალათი ნორვეგიულად, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა.
რაც შეეხება სხვა სიახლეებს, ვაპირებთ, ახალი სახეობის წარმოებას. კერძოდ, ორაგულის ძეხვის რეცეპტურა გვაქვს შემუშავებული და მიდის ამის დახვეწა. საქართველოში მსგავსი არ იწარმოება. ბაზარზე სავარაუდოდ, სექტემერშივე გამოჩნდება“,-აცხადებს გენო ნასყიდაშვილი.