ოქრო საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს შორის ხვდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში მისი ექსპორტი გაიზარდა 29.4%-ით.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელ 7 თვეში საქართველოდან 50,811 მლნ აშშ დოლარის ოქრო გავიდა ექსპორტზე, მაშინ როცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი - 39,280 მლნ დოლარი იყო.
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც საქართველოდან ოქროს ექსპორტი ხორციელდება, ასე გამოიყურება:
- შვეიცარია - 48,898 მლნ დოლარი;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1,092 მლნ დოლარი;
- თურქეთი - 802,3 ათასი დოლარი.