საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1650 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებაკონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1310-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.