აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა კონგრესის თანხმობის შემთხვევაში დამატებით 300 მილიარდი დოლარი გამოყოს ამერიკის ეკონომიკის სტიმულირებისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის გამო. აღნიშნულის შესახებ მან პარასკევს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ მზად გვაქვს 300 მილიარდი. ახლა საჭიროა მხოლოდ კონგრესმა თქვას - გამოიყენეთ ის“ - განაცხდა ამერიკის ლიდერმა და დასძინა, რომ მისი სურვილი იქნებოდა ამ თანხის კონგრესის დაუკითხავად გამოყენება, მაგრამ მას ამის უფლებას არ მისცემენ.
დონალდ ტრამპის თქმით, კონგრესის თანხმობის შემთხვევაში ეს თანხა დაუყოვნებლივ ჩაეშვება ეკონომიკაში.