სამხრეთ-კორეული კომპანია Samsung აგრძელებს მისი ფარმაცევტული ბიზნესის გაფართოებას და ამ მიზნით 2 მილიარდი დოლარის ინვესიტიციას ჩადებს წამლების მწარმოებელ ახალი საწარმოს შექმნაში, რომელიც გახდება ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული საწარმო არამხოლოდ სამხრეთ კორეაში, არამედ მთელს მსოფლიოში. მისი ამოქმედება 2022 წელსაა დაგეგმილი.
როგორც გამოცემა The Wall Street Journal წერს, კომპანია ფსონს დებს ბიოლოგიური წამლების ბაზრის სამომავლო ზრდაზე, რომელზე მოთხოვნაც თავის მხრივ, კორონავირუსის პანდემიის გავრცელებამ გამოიწვია.
საწარმო, რომელმაც მიიღო სახელწოდება Super Plant, გახდება რიგით მეოთხე საწარმო კომპანიისთვის Samsung BioLogics Co., რომელიც გახლავთ Samsung-ის ბიოფარმაცევტული განყოფილება. ახალი საწარმოს ფართობი დაახლოებით 230 ათას კვადრატულ მეტრს შეადგეს. შედეგად კი ის იქნება კომპანიის კუთვნილ ერთადაღებულ სამ საწარმოზე დიდი და მცირედით აღემატება პარიზის ლუვრის მუზეუმსაც კი.
Samsung-ის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ისარგებლოს იმ უპრეცედენტო მოთხოვნით წამლებზე, რომლებიც გამოიწვია კორონავირუსის პანდემიამ.
Samsung BioLogics ამ დროისთვის აწამროებს წამლებს ისეთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიებისთვის როგორიცაა Bristol-Myers Squibb Co. SP და Roche Holding Ltd.