"უნივერსიტეტებში ყველასთვის არის პირბადის ტარების მოთხოვნა"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სკოლებისგან განსხვავებით, უნივერსიტეტებში ყველასთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.

მისივე თქმით, სტუდენტებმა თავი უნდა შეიკაონ თავშეყრისგან და დაიცვან პირადი ჰიგიენა.

„ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ძალიან აქტიური თანამშრომლობით მოამზადა რეკომენდაციების პაკეტი. უნივერსიტეტების რეკომენდაციების პაკეტი მსგავსია იმის, რაც სკოლებისთვის მომზადდა, თუმცა მთავარი განსხვავება გახლავთ ის, რომ უნივერსიტეტებში ყველასთვის არის ნიღბის ტარების მოთხოვნა. რეკომენდაციებშია ასევე, ფიზიკური დისტანცირების დაცვა, ხელის დეზინფექცია და რა თქმა უნდა, ის, რომ უნდა მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს უნივერსიტეტების სივრცეებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.