სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ არც განმეორებით აუქციონზე გაიყიდა.
როგორც „საპარტნიორო ფონდში“ განაცხადეს, საჯარო აუქციონი, რომელიც ფონდმა სასტუმროს გაყიდვის მიზნით მეორედ გამოაცხადა, მონაწილეების არარსებობის გამო არ შედგა.
ამასთან, როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, სასტუმროს გაყიდვის მიზნით აუქციონის გამოცხადება კვლავ იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელია. პირველი საჯარო აუქციონი „ბორჯომი ლიკანის“ სასტუმროზე ფონდმა 2019 წლის 6 დეკემბერს ჩაატარა, სასტუმროს შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 37 565 408 აშშ დოლარი იყო, თუმცა აუქციონი ვერ შედგა მონაწილეების არარსებობის გამო. მეორე საჯარო აუქციონი, რომელზეც სასტუმროს საწყისი ფასი 30 052 326 აშშ დოლარამდე შემცირდა, 2020 წლის 4 სექტემბერს გაიმართა.