რუსული სუპერმარკეტები იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელების ნაწილის მიღებაზე უარს ამბობენ

რუსეთში სუპერმარკეტები იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვაზე უარს ამბობენ. ამის მიზეზი „რუსეთის ფედერაციაში მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ“ მიღებული კანონია, რომლის მიხედვით საჭიროა ეტიკეტზე მითითებული იყოს წარმოშობის ადგილი და ყურძნის მოსავლის თარიღი. RBC-ს ცნობით, ყველა მწარმოებელი არ არის მზად ამ პირობის შესასრულებლად.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2020 წლის 26 ივნისამდე გასაყიდი პროდუქტები უნდა დარჩეს დახლებზე. და ის, რაც მოგვიანებით შემოვიდა, სრულად უნდა შეესაბამებოდეს ახალ კანონმდებლობას, მაგრამ საზედამხედველო ორგანოებს შეიძლება განსხვავებული პოზიცია ჰქონდეთ”, - განაცხადა საცალო ვაჭრობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ იონკინიმ.

ახალი წესები ეხება კონიაკს, შამპანურის ზოგიერთ ტიპსა და სუფრის ღვინოს, რომელშიც სხვადასხვა რეგიონის ღვინის მასალები არის შერეული.

ცნობისათვის, რუსეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი მთავარი გასაღების ბაზარია. 2020 წლია იანვარ-ივლისში საქართველოდან რუსეთში გავიდა 62,562 მლნ დოლარის ღირებულების ყურძნის ნატურალური ღვინო, რაც მთლიანი ექსპორტის 58,3%-ს შეადგენს. წელს ქვეყნიდან ექსპორტირებული იქნა 107,301 მლნ დოლარის ღვინო.