ქვეყნები, საიდანაც საქართველოში საქმიანი ვიზით ყველაზე მეტი ადამიანი შემოვიდა

საქართველოს დღეის მდგომარეობით ბიზნეს ვიზიტებზე 2 812 ნებართვა აქვს გაცემული.

ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან მიაწოდეს.

მათივე ცნობით, დღეის მდგომარეობით ბიზნესვიზიტორებზე გაცემულია 2 812 ნებართვა, 932 ნებართვა კი განიხილება.

რაც შეეხება ქვეყნებს, უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ნებართვა ბიზნესვიზიტორებზე გაიცა თურქეთის რესპუბლიკიდან, ასევე აშშ-ის, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, უკრაინის, რუსეთის, ისრაელის და სხვა ქვეყნების ბიზნესვიზიტორებზე.

თაია არდოტელი