კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა გრძელდება, თუმცა ცალკეული ფაქტორების გამო ეს პროცესი შესაძლოა, შენელდეს. აღნიშნულ მოსაზრებას გამოთქვამენ ექსპერტები, რომლებიც სააგენტო Bloomberg-ის ჟურნალისტებმა გამოკითხეს.
ანალიტიკოსების დასახელებულ მიზეზებს შორის ასახელებენ ინფექციის ახალ აფეთქებას უკვე ზამთარში, მანამ სანამ მოხდება ვაქცინაზე მუშაობის დასრულება, ასევე პოტენციური დაძაბულობის ზრდას ვაშინგტონსა და პეკინს შორის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
ექსპერტების შეფასებით ამჟამინდელი აღდგენითი ტემპები არის პიკური და ის დროთა განმავლობაში შენელდება.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის გლობალურად ეკონომიკის აღდგენისთვის ჩადებულია 20 ტრილიონი დოლარი. უმეტეს ნაწილში ამ ზომების გატარებამ გამოიღო შედეგი, მათ შორის შტატებში, ჩინეთსა და გერმანიაში. ექსპერტების განცხადებით, ახლა მთავარია მთავრობები დასახულ გეგმებს მიჰყვნენ, რეალიზება მოახდინონ იმ პროგრამების, რომლებიც აქვთ გაცხადებული.