საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 15 სექტემბრიდან, საქართველოში ნაცვალგების პრინციპით შემომსვლელ უცხოელებს, PCR ტესტის პასუხის წარდგენა მოუწევთ.
პრემიერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების და უცხოელების ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მიიღეს.
„15 სექტემბრიდან, საქართველოში შემომსვლელ ყველა უცხოელს, მათ შორის, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი ვალდებულება, ქვეყანაში თავისუფლად შემოდიოდნენ, მათ გაუჩნდებათ ვალდებულება იქონიონ 72 - საათიანი PCR ტესტი, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ კოლეგებთან და პარტიორებთან, ჩვენი მოქალაქეების და სტუმრების ჯანმრთელობაც დავაზღვიოთ.
ეს გადაწყვეტილება ეხება ნაცვალგების პრინციპით იმ ქვეყნებს, რომელსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ, მათ დაუწესდებათ მსგავსი თხოვნა 15 სექტემბრიდან“,-განაცხადა პრემიერმა.