ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ განიხილება

დამატებითი შეზღუდვები, ამ ეტაპზე არ განიხილება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დამატებითი შეზღუდვები მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დაწესდება.

„ამ ეტაპზე, იმ არსებული შუქნიშნის მიხედვით, რომლითაც ხელმძღვანელობს საქართველო, ისევე, როგორც სხვა ევროპის ქვეყნები, დამატებითი შეზღუდვები არ განიხილება. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ დავაწესოთ ყველა ის საჭირო შეზღუდვა, რომელიც იქნება უსაფრთხო და საჭირო საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.