1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0829 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0829 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0804 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6440 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6487 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0047 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.