დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სექტემბერში ქვეყანა ჩინური წარმოების 400 ათას და ამერიკული წარმოების 120 ათას PSR ტესტს მიიღებს.
„დღეს დილისთვის ქვეყანაში არის 160 ათასი PSR ტესტის სრული ნაკრები, ამავე დროს ქსელში ანუ ლაბორატორიებში არის, დაახლოებით, 20 ათასი PSR ტესტი. ჩვენი დღიური ხარჯი სექტემბერში არის, დაახლოებით, 7000-მდე ტესტი. 11 სექტემბერს იგზავნება 400 ათასი ნაკრები ჩინური წარმოების, საკმაოდ კარგი, რომელიც გამოცდილი გვაქვს და 120 ათასი ამერიკული კომპანია „თერმოფიშერის“ PSR ტესტები. ანუ, სექტემბერში ჩვენ დამატებით მივიღებთ 520-550 ათას PSR ნაკრებს. ძირითადად ახლა რაც გვაქვს, არის კომპანია „თერმოფიშრის“, - განაცხადა გამყრელიძემ.