BIAFF 2020 - ბათუმის საავტორო ფილმების მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება

ბათუმის საავტორო ფილმების მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება 2020 წლის 13-20 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი და COVIDEO (პანდემიის პირობებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები) საკონკურსო ფილმების შერჩევა.

ორივე სექციას შეაფასებს სამკაციანი ჟიური შემდეგი შემადგენლობით - ოთარ ლითანიშვილი (თავმჯდომარე), ზურაბ მაღალაშვილი და დათო ევგენიძე. თითოეულ სექციაში არის ნომინაცია - საუკეთესო ფილმი და ჟიურის სპეციალური დიპლომი.

საერთაშორისო კონკურსი - მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია

1. „ფოთლებს შორის“, იკა ტრეი (ირაკლი ჭრელაშვილი) საქართველო, 2020; 18 წთ.

2. „ბროკოლის სუპი“, ნიკოლოზ ვერძაძე, საქართველო, 2020; 16 წთ.

3. „ყველაფერი არაფერზე“, მირიან ორაგველიძე/საბა ქარელი, საქართველო, 2020, 12წთ.

4. „ბავშვები“, ლევან ჭყონია/იგნასი ჩიჟევსკი, საქართველო, 2020, 7 წთ.

5. „პეიზაჟი ფანჯრიდან“, ანა სარუხანოვა, საქართველო, 2020, 20 წთ.

6. „არჩევანი“, გიორგი ვარსიმაშვილი, შვეიცარია, 2020, 13 წთ.

7. „მოსაწყენი ფილმი“, მაჰდე ჰასანი, ბანგლადეში, 2020; 16 წთ.

8. “საქართველო-ღია ჭრილობა“, რიკარდო მარქუინა, ესპანეთი/რუსეთი, 2020; 27 წთ.

9. „კარგი კაცი“, ერგის მეტა, ალბანეთი, 2020, 14 წთ.

10. „ხელის ჩამორთმევა მჭირდება“ ანდრეი, კუცილა, ბელორუსი, 2020; 18 წთ.

11. „ბოლო ქარავანი“, ლევ ბროდინსკი, ისრაელი, 2019; 13 წთ.

12. „ლოლო“ , მიხალ პიოტროვსკი, პოლონეთ, 2020; 12 წთ.

13. „ლუმინა“, ჟულიენ ფერეტი, საფრანგეთი, 2020; 19 წთ.

14. „მარადიული ღამე“, პედრო პერალტა, პორტუგალია, 2020, 17 წთ.

15. „რეგისტრაცია“, მიხაილ ბოროდინი, რუსეთი, 2020; 18 წთ.

16. „რაუნდი 0“, სონია ლადიდა სჩიავონე, ისლანდია, 2020, 17 წთ.

17. „სემსი“, მეჰმეთ ქან ბინდა, თურქეთი, 2020; 20 წთ.

18. „გაზაფხული 2020“ , ვალენტინა იკონარუ, ესპანეთი, 2020; 14 წთ.

19. „მზის ძაღლი“, დორიან იასპერსი, ბელგია/რუსეთი, 2020; 21 წთ.

20. „ტანჯვის დასასრული“, ჯაკულინე ლენცუ, საბერძნეთი, 2020; 14 წთ.

21. “ფრანები“, სეიედ ჰოსეინი, ირანი, 2020;

22. „უხილავი მდინარე“ , ფამ ნოკ ლანი, ლაოსი/ვიეტნამი, 2020; 23 წთ.

23. „ეს არ არის საქართველო “ , ჯონ საგოსი, აშშ, 2020; 14 წთ.

24. „ტირიშკო“, შაკიბა ხალეგჰი, ირანი, 2020; 12 წთ.

25. “ხვეული“, ოვსანა შეკოიანი, სომხეთი, 2020; 16 წთ.

COVIDEO – მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია

1. „1412“, ანა ჯაფარიძე, საქართველო, 2020, 4.55 წთ.

2. “20XX”, გიორგი ქასრაშვილი საქართველო, 2020; 3 წთ.

3. „კოვიდი“, ლანა ჭაღალიძე, საქართველო, 2020; 2 წთ.

4. „Es Regnet“, ანა სარუხანოვა, საქართველო, 2020; 3,30წთ.

5. „მამა“, გიორგი გოგიჩიშვილი, საქართველო, 2020; 2.40 წთ.

6. „სახლში მარტო“, ვალერი ფიფია, საქართველო, 2020; 2.25წთ.

7. „კოცნა“, სოფიო ჩხეიძე, საქართველო, 2020; 1.35წთ.

8. „მცირე რექვიემი ბებიასთვის“, თამარა ბენაშვილი, საქართველო, 2020; 4.40წთ.

9. „სარკე“, გიორგი ქებურია, საქართველო, 2020; 5წთ.

10. „ ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია“, ზურაბ ქავთარაძე, საქართველო; 2020; 2.30წთ.

11. “ჩემი ფილმი“, ირაკლი კიკვაძე, საქართველო, 2020; 2.10 წთ.

12. „ონლაინ გაკვეთილები“, მარიშკა დიასამიძე, საქართველო, 2020; 2.20 წთ.

13. „თვითიზოლაცია“ გივიკო ბარათაშვილი, საქართველო, 2020; 3.15 წთ.

14. „დარჩი შინ“ , დანილა ილიოშენკო, საქართველო, 2020; 3წთ.

15. „როცა მარკერი მთავრდება“, მერცი რთველაძე, საქართველო, 2020; 4.25წთ.

16. “მოჩვენება“, ნაგარაჯუ, ინდოეთი, 2020; 2.20წთ.

17. „დურგას კარანტინი“, მითეშ თეიქი, ინდოეთი, 2020; 1.50 წთ.

18. „სახლი“, ანე როდრიგესი, მექსიკა, 2020; 2 წთ.

19. „კლაუდი“, აურელია მენგინ რეუნიონი, 2020; 3.20 წთ.

20. „ჩემი დაბადების დღე“, შაიან ნაგიბი, ირანი, 2020; 4.35წთ.

21. „ბუნება ბრუნდება“, ქრისტოფ კუნგი, საფრანგეთი/საქართველო, 2020; 2.20 წთ.

22. „სოციალური დისტანცია“, ხორშიდ ალამი, ირანი, 2020; 1.30 წთ.

23. „ბოლო პერფორმანსი“, დევიდ ფილიპსი, კანადა, 2020; 3წთ.

24. „მოსაწვევი“, მელთემ ქემილოღლუ, თურქეთი, 2020; 2.20 წთ.

25. „ღვინო დედასთვის- კარანტინი 2020“, ვალერის ოლეჰნო, ლატვია, 2020; 2წთ.

კინოფესტივალის მხარდამჭერები - ქ. ბათუმის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, ბათუმის დრამატული თეატრი, ბათუმის თოჯინების თეატრი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი.

კინოფესტივალის სპონსორები - კინოთეატრი „აპოლო“, კომპანია „ჯპს“, სასტუმრო „O.Galogre Boutique Hotel”, სასტუმრო „DOWNTOWN”, ტურკომპანია „ვანდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, შპს „Legal Consulting Center“

კინოფესტივალის მედია პარტნიორები - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), ჟურნალი „ინდიგო“, ჟურნალი „კინო“, Cinemania, AT.GE, ON.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), Cineuropa.org, გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge