ლომისას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ლომისას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ფინანსები უკვე გამოყოფილია და ტენდერიც გამოცხადებულია.

მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე მოეწყობა საპარკინგე სივრცეები, რეკრეაციული უბნები, სველი წერტილები და დამონტაჟდება გარე განათებები.

„პროექტის მიმდინარეობის დროს ადგილზე ათობით ადამიანი იქნება დასაქმებული. გარდა ამისა, მონასტრის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობა ტურისტული თვალსაზრისით ტერიტორიის პოპულარიზაციას გაზრდის. პროექტის განხორციელება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.