#გაციფრულდი, რას ელოდები?!  - ზუმერული ტექნიკა თანამედროვე ცხოვრებისათვის

მაჯაზე - ფიტნესტრეკერი, ყურში - უსადენო ყურსასმენი, ჯიბეში - სმარტფონი. ასე გამოიყურება თანამედროვე ადამიანი.

5 წლის წინ ზუმერმა ქართველ მომხმარებელს ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Xiaomi გააცნო, Xiaomi-ს დამსახურებით გასული ხუთი წლის განმავლობაში, სმარტფონები საყოველთაო მოხმარების პროდუქტად იქცა, თუმცა, დღევანდელ სამყაროში ეს ყველაფერი საკმარისი აღარ არის და მომხმარებელს ციფრულ ტექნიკაზე მეტი ხელმისაწვდომობა სჭირდება.

ზუმერის პასუხმაც არ დააყოვნა და მეტი გაციფრულებისთვის კომპანიას ახალი ბიზნეს მიმართულებები დაემატა. ტელევიზორები, სკუტერები, ჭკვიანი სახლის სხვადასხვა მოწყობილობები და რაც მთავარია, ტრადიციულად ზუმერულ ფასად!

დღეიდან, ზუმერის ქსელში ქართველ მომხმარებელს Xiaomi-ს ჭკვიანი ტელევიზორების შეძენა შეუძლია. Mi TV-ში ინტეგრირებულია თანამედროვეობის ყველა სიკეთე - Netflix, Youtube, ხმოვანი ასისტენტები, Google Chromecast, Dolby Audio, Amazon Prime. 64-ბიტიან პროცესორზე მომუშავე ტელევიზორები მძლავრი და დახვეწილია. ზუმერი ამ შემთხვევაშიც უკიდურესად ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს მომხმარებელს. კარგი ტელევიზორის ქონა ფუფუნება აღარაა!

ეკომეგობრულ, ბიუჯეტურ და მოსახერხებელ ტრანსპორტსაც ზუმერში იპოვით. Xiaomi-სა და Segway-ს ელექტროსკუტერებს ზუმერი ყველაზე მსუბუქ ფასად გვთავაზობს. მოსავლელად ადვილი და უხმაურო ელექტროსკუტერების მართვა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მარტივია, გადატვირთული მოძრაობის გათვალისწინებით კი, ეს ტრანსპორტი საუკეთესო გამოსავალია.

ზუმერის კიდევ ერთი სიახლე Xiaomi-ს წარმოებული Smart Home-ს ნაკრებებია. Mi ეკოსისტემის ფარგლებში Xiaomi სხვა მწარმოებლებთან თანამშრომლობს და ჰაერის დამატენიანებლებს, ვებკამერებს, წნევის საზომებს, წყლის გამწმენდებს უშვებს. ჯერჯერობით ზუმერში ხელმისაწვდომი იქნება Smart Home-ს სენსორები, რომელსაც მოძრაობის აღქმა და 30-მდე განსხვავებული ფუნქციის შესრულება შეუძლია. სენსორები აფიქსირებენ მოძრაობას და ამის მიხედვით მოქმედებენ - გიგზავნიან შეტყობინებას, კამერის ჩანაწერებს, ანთებენ და აქრობენ შუქს... უახლოეს მომავალში ზუმერში Mi ეკოსისტემის უფრო ფართო ასორტიმენტსაც უნდა ველოდოთ.

ციფრული ტექნიკის ქსელში Xiaomi-ს იმ პროდუქტებსაც შეხვდებით, რომელიც აქამდე არ გვიხსენებია. მათ შორისაა უსადენო როუტერები, მანქანის აქსესუარები და სხვა „გაჯეთები“, რომელიც მოულოდნელად საჭირო აღმოჩნდება ხოლმე.

ზუმერის მოწოდება ერთია - #გაციფრულდი! არ გადადო, არ დაელოდო ხვალინდელ დღეს, დრო არ იცდის. ცხოვრების ტემპი ამაზე უფრო სწრაფი ჯერ არასდროს ყოფილა. ციფრულ ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება უბრალო ცოდნაზე მეტია - გაციფრულება არის გზა, იყო უფრო სწრაფი, მოქნილი და წარმატებული! #გაციფრულდი, რას ელოდები?!

(R)