სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა იზრდება

2020 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 600 ათასი ტონით გაიზარდა.

კერძოდ, 2020 წლის იანვარ-ივლისში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 22.2 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 21.6 მლნ ტონა იყო.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2019 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 60.6 მლნ მგზავრით შემცირდა. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ 7 თვეში 154.8 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2019 წლის იანვარ-ივლისში კი ეს ციფრი 215.4 მლნ იყო.

2020 წლის იანვარ-ივლისში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 700 ათასი ტონით გაიზარდა და 10.1 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 9.4 მლნ ტონა იყო.

ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 39,978 ერთეულით შემცირდა. კერძოდ, იანვარ-ივლისში 300,785 კონტეინერი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 340,763 კონტეინერი გადამუშავდა.

თაია არდოტელი