საქართველოს საერთაშორისო რეზერვები მატებას განაგრძობს. 31 აგვისტოს მონაცემებით, ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 3,931 მლრდ დოლარს აჭარბებს. ეს კი თითქმის 91 მილიონი ლარით მეტია წინა თვესთან შედარებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, აქედან უცხოური ვალუტის რეზერვი 3,735 მლრდ დოლარია. თუმცა შემცირებულია SDR-ს მოცულობა და 199-ს შეადგენს, მაშინ როცა გასულ თვეში სესხების სპეციალური უფლებები 200 მლრდ დოლარს აღემატებოდა.
საერთაშორისო რეზერვებმა ზრდა მარტიდან დაიწყო. 1-ლი აპრილის მდგომარეობით რეზერების მოცულობა შეადგენდა 3,399 მლრდ დოლარს, აპრილში - 3,476 მლრდს, მაისში - 3,593 მლრდს, ივნისში 3,616 მლრდ დოლარს, ივლისში კი 3,840 მლრდ დოლარს.