ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 121 000 000 ლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.094 პროცენტით განისაზღვრა.