ავტოწარმოება უკვე აღარ არის გერმანიის ეკონომიკის მამოძრავებელი დარგი

COVID-19-ის ინფექციის შედეგად გამოწვეული პანდემიის გამო ავტოწარმოებამ შეწყვიტა ლიდერობა გერმანიის ეკონომიკაში, როგორც წამყვანმა მამოძრავებელმა სექტორმა. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტი IW წერს.

„ავტოწარმოებამ შეწყვიტა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი როლის შესრულება“ - წერია ანგარიშში, რომელსაც გამოცემა Handelsblatt ავრცელებს.

როგორც ცნობილია, პანდემიის დაწყებისთანავე საავტომობილო სექტორში მნიშვნელოვნად დაზარალდა მიწოდების ჯაჭვი, შემდეგ კი დარგის პროდუქციაზე მოთხოვნა დავარდა, რომლის აღდგენა ახლა ძალიან ნელი ტემპებით მიდის. სიტუაციას ართულებს ასევე უკვე არსებული ძლიერი ფინანსური დანაკლისები და ტექნოლოგიური გადაწყობა.

„შედეგად ავტოწარმოებას, პირველად ათწლეულების განმავლობაში, ისევ მოუწევს მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანა და ის ცოტა ხნით შეწყვეტს გერმანიის ეკონომიკაში ლოკომოტივის როლის თამაშს“ - აცხადებენ ექსპერტები.

ცნობილია, რომ ამ დღეებში ფედერალურ კანცლერთან შეხვედრა გამართეს გერმანიის ავტოწარმოების ხელმძღვანელმა პირებმა, რომელზეც სექტორის წარმომადგენლებს ხელისუფლების წარმომადგენლები დახმარებას დაჰპირდნენ და ურჩიეს გადაერთონ ელექტრომობილების წამროებაზე, თუმცა ანგელა მერკელი ფიქრობს, რომ სახელმწიფო უკვე საკმარისად დაეხმარა და ახლა ამის საჭიროება აღარ დგას.

www.autobild.ge