იაპონიის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 28,1%-ით შემცირდა, რაც ისტორიული ვარდნაა ომის შემდგომ პერიოდში. ამის მიზეზი გახდა ქვეყნის ეკონომიკაზე კორონავირუსის პანდემიის იმაზე დიდი გავლენა, ვიდრე ნავარაუდევი იყო. აღნიშნული კი ართულებს ამოცანას, რომელიც ქვეყნის ახალმა პრემიერ მინისტრმა უფრო ღრმა რეცესიის თავიდან ასაცილებლად უნდა გადაჭრას.
მსოფლიოს რიგით მესამე ეკონომიკა აპრილ-ივნისში 28,1%-ით შემცირდა, ხოლო წლიურ გამოხატულებაში ეს მაჩვენებელი 27,8%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის ეკონომიკამ მეორე კვარტალში გამოცოცხლების ნიშნები აჩვენა, მას შემდეგ, რაც ივლისში სამრეწველო სექტორი რეკორდული ტემპებით განახლდა, ავტოწარმოებისა და ავტონაწილების წარმოების ხარჯზე.
ანალიტიკოსები სხვა სექტორებში გამოცოცხლებას უფრო ნელი ტემპებით ელოდებიან, ხოლო 2020 ფინანსური წლისთვის ქვეყნის ეკონომიკის 5,6%-იან შემცირებას პროგნოზირებენ, რომელიც 2021 წლის მარტში დასრულდება. მომავალ წელს კი მხოლოდ 3,3%-იან ზრდას ელოდებიან.