თბილისში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

თბილისში უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე დაიტბორა საავტომობილო გზა და ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი ბილიკები.

ასევე ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა წერეთლის გამზირიც.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუხადეს, მათთან შეტყობინება არ შესულა.