რა ღირს საწვავი საქართველოში - ფასი ზრდას განაგრძობს

ბენზინგასამართ სადგურებზე ბოლო დღეების განმავლობაში ფასის მატება კვლავ შეინიშნება.

კერძოდ, დაახლოებით 20 აგვისტოს შემდეგ პერიოდში საწვავის ფასი რიგ ბენზინგასამართ სადგურებზე დაახლოებით, 6 თეთრით არის მომატებული.

რაც შეეხება ცალკეულ სადგურებს და საწვავის ფასს, დღეის მდგომარეობით:

„გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.23 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 2.13 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი - 2.07; ხოლო „სუპერის“ ფასი 2.39 ლარია. რაც შეეხება დიზელს და ევრო დიზელს, მათი ფასი 2.19 და 2.27ლარი ღირს.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, „დიზელ ენერჯის“ ფასი - 2.11 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი - 2.23 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 2.21 და 2.06 ლარი ღირს; „ეკო სუპერის “ ფასმა კი 2.36 ლარი შეადგინა.

დღეის მდგომარეობით „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ 2.14 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ 1.97 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი 2.15 ლარი ღირს, „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი კი 2.33 ლარია.

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი - 2.16 ლარია; „რეგულარი“ – 2.01; სუპერი - 2.31; ევრო-დიზელი კი 2.14 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 2.04 ლარია.

რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „efix ევრო დიზელის“ ფასი - 2.23 ლარია; 1 ლიტრი „ევრო დიზელი" 2.15 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ - 2.19 ლარი; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი 2.03 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 2.35 ლარი ღირს.

თაია არდოტელი