მომავალში და, განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში, ჩვენ ვააქტიურებთ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და უფრო მეტად დავეხმარებით ქართულ წარმოებასა და ქართულ ბიზნესს. ქართული წარმოება არის ძალიან კონკურენტუნარიანი, რადგან პანდემიის პერიოდშიც კი აჩვენებს პოზიტიურ დინამიკას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „მეგადორსის“ საწარმოში ვიზიტისას განაცხადა, რომელიც საქმიანობას აფართოებს და ავეჯის წარმოებას გეგმავს.
ეკონომინის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია, რომელმაც გაფართოების მიზნით, ცოტა ხნის წინ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა და ავეჯის წარმოების დაწყებასა და შოურუმის მოწყობას გეგმავს.
„მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, კომპანიამ სწორედ პანდემიის პერიოდში, მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი მხარდაჭერით წარმოება გააფართოვოს. ამ ეტაპზე „მეგადორსი“ კარების წარმოებითაა დაკავებული, თუმცა ახლა ავეჯის წარმოებას აამოქმედებენ. მთლიანობაში, ეს ნიშნავს 90-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას, ეს ნიშნავს მნიშვნელოვან ინვესტიციებს პანდემიის პერიოდში, ეს ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, რითიც ჩვენი ეკონომიკა ამაყობს და ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს და „ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იარაღია“, წარმატებით ასრულებს ფუნქციას. მინისტრის ინფორმაციით, უკვე 600-ზე მეტი სხვადასხვა საწარმო და სასტუმროა მხარდაჭერილი, 6000-ზე მეტი მიკროგრანტია ოჯახებზე გაცემული მიკროსამეწარმეო საქმიანობისთვის და, ჯამში, 34 000 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანია „მეგადორსმა,“ რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია, პროგრამის ფარგლებში ცოტა ხნის წინ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა და შედეგად, ავეჯის საწარმოსა და შოურუმის მოწყობას გეგმავს.
უწყების ცნობით, დამტკიცებული კრედიტის ფარგლებში, „მეგადორსი“ დამატებით 6 მილიონამდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პირველ ეტაპზე, საწარმოში, სულ მცირე, 22 ადამიანი დასაქმდება, თუმცა პროდუქციის წარმოების ზრდასთან ერთად, კომპანია დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.