რომელია ორი პროექტი საქართველოში, რომლებზე გამოყოფილი 180 მლნ ევროს სესხიც „კოვიდ19-ის“ კრიზისზე დაიხარჯება

საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (kfw) შორის გამოფრმებული ორი სასესხო ხელშეკრულების მიზნობრიობა შეიცვალა.

ამის შესახებ პარლამენტში გადაგზავნილი წერილიდან ირკვევა.

კერძოდ, როგორც წერილშია აღნიშნული, საუბარია, ბანკთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე, რომელიც შეეხება ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურისა (60მლნ ევრო) და სამგორის სამხრეთ ნაწილის მიწისქვეშა გაზის საცავის (150 მლნ ევრო) მოწყობისთვის გამოყოფილ სესხებს. აღსანიშნავია, რომ გაზსაცავისთვის გამოყოფილი 150 მლნ-დან 120 მლნ ევროს რეპროგრამირება მოხდა.

შესაბამისად, ეს თანხა „კოვიდ 19“-ის კრიზისის პერიოდში საქართველოს ფინანსური მხარდაჭერისთვის იქნება გამოყენებული და პირდაპირ მიიმართება ბიუჯეტში.

ახალი შეთანხმების თანახმად, კორონა კრიზისის პირობებში ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, kfw-მ გამოიყო 180 მლნ ევროს სესხი, რომლის ხანგრძლივობაც არის 13 წელი.

თაია არდოტელი