ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება. როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ზოგადად ჩაკეტვის პოლიტიკა, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება, დღის წესრიგში აღარ დგას.

„დღეს მთელ მსოფლიოში ინფექციის მართვის პოლიტიკა არის ე.წ. ბალანსირებული პოლიტიკა. ერთის მხრივ სწრაფი იდენტიფიცირება, გამოვლენა, მათი სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსება ან იზოლირება, მართვა და მეორეს მხრივ, აუცილებლად ეკონომიური აქტივობების გაძლიერება, რამეთუ საჭიროა, რომ დოვლათი შეიქმნას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.