საპენსიო ფონდში ამ დროისთვის 951 მილიონი ლარია აკუმულირებული

საპენსიო აქტივების პორტფელის ზომამ 951 მილიონ ლარს მიაღწია, საიდანაც 698 მილიონი ლარი განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში, 222 მილიონი ლარი მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 31 მილიონი ლარი კი ვადიან დეპოზიტებზე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო ფონდიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, საპენსიო აქტივები 8 ქართულ კომერციულ ბანკშია განთავსებული. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის მანძილზე საშუალოდ 9 000-ზე მეტია.