ბექა ფერაძე - დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია 1500-მდე სკოლა, საიდანაც 614 სკოლაზე გავეცით ნაბართვა

დღეის მდგომარეობით შემოწმებულია 1500-მდე სკოლა, საიდანაც 614 სკოლაზე გავეცით ნაბართვა, -ამის შესახებ, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ბექა ფერაძის განცხადებით, სკოლების და უნივერსიტეტების შემოწმება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„სკოლების შემოწმება გრძელდება, დღეის მდგომარეობით შემოწმებულია 1500-მდე სკოლა, საიდანაც 614 სკოლაზე გავეცით ნაბართვა, ვერ დააკმაყოფილა 81-მა, დანარჩენი კი შემოწმების პროცესშია და ველოდებით გარკვეულ დოკუმენტაციას, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ.

ასევე შემოწმებულია 10-ზე მეტი უნივერსიტეტი საიდანაც ნაბართვა თითოეულ მათგანზე გაცემულია და პროცესი მიმდინარეობს“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.

ბექა ფერაძის თქმით, ბოლო დღეებში დაახლოებით 5000-მდე ობიექტზე გაიცა გაფრთხილება პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით.

„მიმდინარე დღეებში დაახლოებით 5000-მდე ობიექტზე გაიცა კვლავ რეკომენდაცია, გაფრთხილება იმისთვის, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნები დაიცვან. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ არ ხდება რეკომენდაციების დაცვა. ჯარიმა ჩვენი თვითმიზანი არ არის, ჯერ ხდება გაფრთხილება“,-განაცხადა ბექა ფერაძემ.

ბექა ფერაძის განმარტებით, მას შემდეგ რაც გასცემენ რეკომენდაციებს საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, გეგმური ინსპექტირება დაიწყება.

„დღეის მდგომარეობით ვართ იმ პროცესში, როდესაც გავცემთ რეკომენდაციებს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ, ფუნქციონირება რომ შეძლონ, ამის შემდგომი ნაბიჯი კი გეგმური ინსპექტირებაა, რაც ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული და რისკებზე. არამხოლოდ საგანმანათლებლო სისტემის, ყველა ეკონომიკური სუბიექტის შემოწმება გაგრძელდება“,- განაცხადა ფერაძემ.