დღეიდან, 10 სექტემბრიდან, პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სესტემა ამოქმედდა. ახალი წესების მიხედვით, პარკირება უფასო იქნება აღნიშნულ ლოკაციაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ასევე შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, თუ რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა საათობრივი პარკირების სისტემის შესახებ.
ზონალური პარკირება
- პარკირების ახალი სისტემა მოიცავს: ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირს სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებს (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე). ასევე, ყაზბეგის გამზირს გამრეკელის ქუჩის კვეთამდე და ვაჟა-ფშაველას გამზირს (ბექას ქუჩის კვეთამდე).
- სულ განსაზღვრულია ზონალურ-საათობრივი პარკირების 603 ადგილი: ვაჟა-ფშაველას გამზირი - 68 ადგილი, ყაზბეგის გამზირი - 43 ადგილი, მიცკევიჩის ქუჩა - 71 ადგილი, ცინცაძის ქუჩა - 31, ბახტრიონის ქუჩა - 56, პეკინის გამზირი-ჟვანიას მოედანი - 211, გამრეკელის ქუჩა 123.
- პარკირების საფასური “A” ზონაში განსაზღვრულია 1 საათი - 1 ლარის ოდენობით.
ზონალური პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელია სხვადასხვა საშუალების გამოყენებით:
- ვებგვერდი WWW.TP.GE
- მობილური აპლიკაცია - TBILISI PARKING
- გადახდის აპარატები (Pay Box)
ვებგვერდის - www.Tp.ge საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია:
- ფიქსირებული დროის შეძენა
- უფასო 15 წუთით სარგებლობა
- პარკირების დაწყება და დასრულება
- ბალანსის შევსება
- ავტომობილის დამატება
- უფასო პარკინგი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ
მობილური აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია:
- ავტომობილის დამატება
- პარკირების დაწყება და დასრულება
- უფასო 15 წუთით სარგებლობა
- ბალანსის შევსება
გადახდის აპარატების (Pay Box) საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია:
- ფიქსირებული დროის შეძენა
- ბალანსის შევსება
- უფასო 15 წუთით სარგებლობა
პარკირების საფასური არ შეეხება:
- საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას. ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში ფლობს უძრავ ქონებას, შეუძლია მის მიერ წინასწარ მითითებული ორი სატრანსპორტო საშუალება უფასოდ დააპარკინგოს 100 მეტრის რადიუსში. უძრავი ქონების მესაკუთრე, ID ბარათით ვერიფიკაციის შემდეგ, ინტერნეტის მეშვეობით, ან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე განთავსებულ მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებს, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართის გათვალისწინებით, ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრიროს.
- ელექტრომობილებს
- შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილებს
დღე-ღამის განმავლობაში, ზონალური პარკირების ოთხ სხვადასხვა ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისას პირველი 15 წუთი უფასოა.
კითხვაზე - შეუძლია თუ არა ერთ პირს ორ ლოკაციაზე დაარეგისტრიროს 1 ავტომობილი, მერიაში განმარტავენ, რომ შეუძლია. კერძოდ, თუ ორივე უძრავი ქონება ერთი მოქალაქის სახელზეა რეგისტრირებული, შესაძლებელია, ორივეგან თავად დაარეგისტრიროს, თუ მხოლოდ ერთი უძრავი ქონებაა მის სახელზე, მეორე ლოკაციაზე ბინის მეპატრონეს დაარეგისტრირებინოს.