კომპანიების, Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელმა, ილონ მასკმა აქციების ღირებულების ვარდნის გამო ერთ დღეში 16.3 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს მიხედვით, მასკის ქონების შემცირება განსაკუთრებით ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მილიარდერის კუთვნილი კომპანიების აქციებზე ფასების 21%-იანმა ვარდნამ განაპირობა.
შესაბამისად კი, ილონ მასკის ქონება 82.3 მილიარდ დოლარამდე შემცირდა და პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.
რაც შეეხება, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიას, პირველ ადგილს Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი 186 მილიარდი დოლარით იკავებს.