ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს

მთავრობის ადმინისტრაცია ქორწილის აკრძალვის თაობაზე კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დამატებით განმარტებას აკეთებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, თავად ქორწინების, როგორც აქტის გაფორმება აკრძალული არაა და შეზღუდვა მხოლოდ ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებულ ნაწილს შეეხება.

კერძოდ, მათი განმატებით, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს.

მაქსიმუმ 10 ადამიანით განისაზღვრება დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობაც.

შეგახსენებთ, რომ მასშტაბური ქორწილების და სხვა სოციალური ღონისძიების აკრძალვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მიიღო.