კომპლექსი წავკისში, რომელიც 17 მლნ ლარამდე ღირს (+ფოტო)

წავკისში იყიდება კომპლექსი, რომლის ღირებულება 16 793 000 ლარს (5 436 000 აშშ დოლარი) შეადგენს.

როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, პროექტი MBG group-ს ეკუთვნის. მიწის საერთო ფართობი კი, 43500 კვ.მ-ს შეადგენს.

"გამოტანილია გასაყიდად!!! ექსკლუზიურად!!! 43 500მ2 არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, წავკისში, ცენტრალურ გზის პირას. მასზედ მდგარი ახალაშენებული შენობა ნაგებობებით (5000მ2). საცხოვრებელ ზონა 1; აქვს კოეფიციენტები: კ1 0,5; კ2 0,8; შესაძლებელია აშენდეს 35 000 კვ.მ. საცხოვრებელი თუ კომერციული დანიშნულების კომპლექსი, თავისი სასტუმროსა და გასართობი ცენტრის სივრცეებით, სადაც შესაძლებელია მოეწყოს, ახალი სააგარაკე დასასვენებელი ზონა, შერეული ტიპის, როგორც მრავალბინიანი, ასევე ვილების კომპლექსის განვითარებით. ულამაზესი პანორამული ხედებით მთელს თბილისზე, ტაბახმელა-წავკისზე და მთებზე. ნაკვეთი შერეული რელიეფისაა, სწორი შერეულად დახრილი, რაც ხედების გადაფარვის თვალსაზრისით იდეალურად ერწყმის გარემოს. ფასადი გზის პირზე 250 მეტრი. გაკეთებულია გრგ. შესათანხმებელია გრგ-ს ცვლილება და გაიზარდოს არსებული შენობების თუ ახალი დაგეგმარებით ტერიტორია სურვილისამებრ. გაკეთებულია წყლის, ბუნებრივი აირის, კანალიზაციის პროექტები და შეთანხმებული. ტერიტორია გამწვანებულია გარშემო, დეკორატიული ხე_მცენარეებით. უნიკალური ადგილია დასასვენებელი, სპა თუ ნებისმიერი კომპლექსის ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით",- აღნიშნულია განცხადებაში.

ნინი ქეთელაური