ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც  „თელასის“ აქციები იყიდა

„თელასის“ 24,5%-იან წილი საჯარო აუქციონზე 32 380 383 ლარად გაიყიდა.

აქციები ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილმა კომპანიამ იყიდა.

რეესტრის მიხედვით, „ბესთ ენერჯი გრუპის“ 100%-იანი წილის მფლობელი სწორედ ხვიჩა მაქაცარიაა.

„ბესთ ენერჯი გრუპი“ 2018 წელს დაფუძნდა. კომპანიის დირექტორი არის თამარ გახარია.

ხვიჩა მაქაცარია წილს ფლობს კომპანიაში „ვოლთბეი“, რომელიც „თბილისი ენერგის“ 100%-იანი წილის მფლობელია, ასევე „თბილისი მოლში", „ჯორჯიან ჰოტელს მენეჯმენტ გრუპში“ და ა.შ.

ელზა წიკლაური