„თელასის“ 24,5%-იან წილი საჯარო აუქციონზე 32 380 383 ლარად გაიყიდა.
აქციები ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილმა კომპანიამ იყიდა.
რეესტრის მიხედვით, „ბესთ ენერჯი გრუპის“ 100%-იანი წილის მფლობელი სწორედ ხვიჩა მაქაცარიაა.
„ბესთ ენერჯი გრუპი“ 2018 წელს დაფუძნდა. კომპანიის დირექტორი არის თამარ გახარია.
ხვიჩა მაქაცარია წილს ფლობს კომპანიაში „ვოლთბეი“, რომელიც „თბილისი ენერგის“ 100%-იანი წილის მფლობელია, ასევე „თბილისი მოლში", „ჯორჯიან ჰოტელს მენეჯმენტ გრუპში“ და ა.შ.