აუდიოწიგნებისადმი ინტერესი მთელ მსოფლიოში იზრდება. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: ცხოვრების აჩქარებული ტემპი, თავისუფალი დროის ნაკლებობა, ეკრანთან დიდი დროის გატარებით გამოწვეული მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.
აუდიოწიგნებისადმი ინტერესი საქართველოშიც გაიზარდა მას შემდეგ, რაც პირველი აუდიოწიგნების ვებგვერდი gudabooks.ge შეიქმნა.
gudabooks.ge-ის მიზანია, ადამიანებს წიგნთან ურთიერთობა გაუმარტივოს. იგი მკითხველს საკუთარი აუდიობიბლიოთეკის შექმნის საშუალებას აძლევს, სადაც მისთვის სასურველ აუდიოწიგნებს მოუყრის თავს და მოუსმენს ყველგან: სახლში, მანქანაში, თვითმფრინავში, მატარებელში, სეირნობისა თუ ვარჯიშის დროს.
ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანების ყოველდღიური ჩვევებიც შეცვალა. დაბეჭდილი წიგნების შემდეგ ონლაინწიგნები გამოჩნდა, მოგვიანებით კი - აუდიოწიგნები, რომლებიც გრძნობის ორგანოებიდან მხოლოდ სმენას მოითხოვს და ხელს გვიწყობს, რომ საყვარელი წიგნები ყოველთვის თან ვატაროთ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობებისა, წიგნების მოსმენა ფანტაზიის განვითარებასაც უწყობს ხელს, რადგან მოსმენის დროს ბუნებრივად წარმოვიდგენთ წიგნის სიუჟეტსა და პერსონაჟებს. ამასთანავე, ყველა წიგნი პროფესიონალი მსახიობების მიერ არის გახმოვანებული, რაც თქვენთვის საყვარელ მოთხრობებსა თუ რომანებს ექსპრესიულობას მატებს.
gudabooks.ge-ზე სხვადასხვა ჟანრის აუდიოწიგნია ხელმისაწვდომი: კლასიკა, საბავშვო ლიტერატურა, ბიზნესლიტერატურა, თინეიჯერული და სხვ. აქედან გამომდინარე, ყველა ასაკისა და ინტერესის ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო წიგნის აუდიოვერსიას. ამასთანავე, ვებგვერდზე, პეროდულად, სხვადასხვა ფასდაკლება მოქმედებს.
მაგალითად, ლევ ტოლსტოის დაბადების დღესთან დაკავშირებით, 9 და 10 სექტემბერს 30%-იანი ფასდაკლებაა მწერლის საბავშვო მოთხრობების კრებულზე, რომელიც სერიაში "კლასიკოსები ბავშვებისთვის" ერთიანდება.
აუდიოწიგნის სანახავად, გადადით ბმულზე:
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, კლასიკოსი მწერლის საბავშვო მოთხრობების კრებული მოსწავლეებისთვის ნამდვილად გამორჩეული საჩუქარი იქნება.
იმისათვის, რომ აუდიოწიგნებს მოუსმინოთ, უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია "გუდა", დარეგისტრირდეთ საიტზე gudabooks.ge, აირჩიოთ სასურველი წიგნი, შეიძინოთ, ამის შემდეგ კი გამომიჩნდებათ აპლიკაციაში.