დღეიდან 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით, კულტურული და სპორტული ღონისძიებები იკრძალება

დღეიდან, 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით, კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, ამ რეგულაციების შეუსრულებლობაზე შესაბამისი სანქციებია გათვალისწინებული და საჭიროა საზოგადოებამ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინოს.

„რაც შეეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ასეთი ღონისძიებების ჩატარება იგულისხმება ღია ცის ქვეშ იმიტომ, რომ დახურულ სივრცეში, როგორც მოგეხსენებათ აქამდე ეს შეზღუდვები არსებობდა. ხვალიდან, 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება. ამ რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები. ჩვენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.