საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1830 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ვებ გვერდზე განახლდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და -1334 ს შეადგენს

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390