„გლობალიზაციას“ „უწესრიგობის ეპოქა“ შეცვლის - Deutsche Bank

გლობალზიაციის ეპოქას, რომელიც 1980 წლიდან დღემდე გრძელდება, „უწესრიგობის ეპოქა“ ჩაანაცვლებს. ამის ერთ-ერთი მოტივი კი იქნება ცივი ომი ჩინეთსა და აშშ-ს შორის. ამის შესახებ ნათქვამია ახალ კვლევაში, რომელსაც Deutsche Bank-ი ავრცელებს.

ანგარიშის ავტორების აზრით, ახალი ეპოქის მახასიათებელ ნიშნად იქცევა აშშ-ისა და ჩინეთის ეკონომიკური ზრდა და მათ შორის დაძაბულობის შენარჩუნება, ასევე გლობალური ვალის ზრდა, „ვერტმფრენული ფულის“ პოლიტიკა ცენტრალური ბანკების მხრიდან და მილენიალებისა და ახალი თაობის გაძლიერება მათ შორის, მათი ელექტორალური წონის თვალსაზრისით.

ავტორების აზრით „უწესრიგობის ეპოქისთვის“ დამახასიათებელი იქნება ასევე ინფლაციის ზრდა, კლიმატის საკითხებით დაინტერესება, კონკრეუნციის გაზრდა თაობებს შორის და ახალი ტექნიკური რევოლუცია. ეს მდგომარეობა შენარჩუნდება ათწლეული და მეტხანს. ამასთან, ავტორები ამბობენ, რომ არ უნდა მივიღოთ ეს ეპოქა როგორც ინვესტიციების განხორციელებაზე უარის თქმის მიზეზი, ვინაიდან ის მოიტანს მასშტაბურ ლიკვიდურობას და ინტერვენციებს. სპეციალისტების აზრით, ახალი რეალობას საფრთხის შემცველი გახდება ამჟამიდნელი ფასეულობებისთვის.

კოკა კვირკველია