Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1200 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 10:50 საათისთვის ერთი დოლარი 3.1200 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1081 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 9 სექტემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0975 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6420 ლარია.

ცნობისათვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომლითაც ხორციელდება ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ამ სისტემაში საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად, დღის ბოლოს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს ადგენს.