ევროკავშირის ლიდერებმა თურქეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესონ იმ შემთხვევაში, თუკი ანკარა სამხედრო ხომალდებსა და გაზის საბურღ გემებს კვიპროსის წყლებიდან არ გაიყვანს,- ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მილტიადის ვარვიციოტისმა განაცხადა.
„სანქციები მკაცრი უნდა იყოს, ის გარკვეული დროით უნდა დაწესდეს, თუმცა მკაცრი უნდა იყოს და შემდეგი მესიჯი გააგზავნოს: ევროპა აქაა იმისთვის, რომ მოლაპარაკება გამართოს, მაგრამ იმისთვისაც, რომ საკუთარი ღირებულებები დაიცვას,“- განაცხადა ბერძენმა დიპლომატმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.
ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები 24-25 სექტემბერს სპეციალურ სამიტს გამართავენ, სადაც კვიპროსსა და თურქეთს შორის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ენერგორესურსებთან დაკავშირებით არსებული კრიზისის დაძლევის გზებზე იმსჯელებენ.