"არ წყდება პატარძლების ზარები. აუქმებენ შეკვეთებს...ულუკმაპუროდ ვრჩებით" -  საქორწინო ბიზნესის წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 10 სექ­ტემ­ბრი­დან, იუ­ბი­ლე­ე­ბი, ქორ­წი­ლე­ბი, ქელე­ხე­ბი და სხვა სა­რი­ტუ­ა­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ღია სივ­რცე­ებ­შიც იკ­რძა­ლე­ბა. მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბით, ქორ­წი­ლის გა­მარ­თვა მხო­ლოდ 10 ადა­მი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით არის დღე­ი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლი. შე­მო­ღე­ბულ­მა რე­გუ­ლა­ცი­ამ არა­ერ­თი წყვი­ლის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, მათი, ვი­საც უკვე და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და სა­ქორ­წი­ლო წვე­უ­ლე­ბა, გა­დახ­დი­ლი ჰქონ­და არა­ერთ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში სრუ­ლი სა­ფა­სუ­რი თუ ბე.

მარი მდი­ვა­ნი ამ­ბობს, რომ უკვე ნა­ყი­დი აქვს სა­ქორ­წი­ლო კაბა, და­ჯავ­შნი­ლია რეს­ტო­რა­ნი, რა­შიც გა­დახ­დი­ლი აქვთ სე­რი­ო­ზუ­ლი ბე, თუმ­ცა შე­მო­ღე­ბულ­მა რე­გუ­ლა­ცი­ებ­მა მისი გეგ­მე­ბი ჩაშ­ლა.

ახალ­მა რე­გუ­ლა­ცი­ამ სა­ქორ­წი­ნო წვე­უ­ლე­ბე­ბის ბიზ­ნეს­ში ჩარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის პრო­ტეს­ტიც გა­მო­იწ­ვია.

სა­ქორ­წი­ნო კა­ბე­ბის მა­ღა­ზია "მარი გოლ­დის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი AMBEBI.GE -სთან იმ პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რაც და­წე­სე­ბულ­მა აკ­რძალ­ვამ მის ბიზ­ნესს შე­უქ­მნა.

"უმ­ძი­მე­სი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი. წინა კა­რან­ტი­ნის დროს ჩვე­ნი ბიზ­ნე­სი მთლი­ა­ნად ჩიხ­ში მო­ექ­ცა. გვქონ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი ბან­კის, სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე, მაგ­რამ რო­გორ­ღაც გა­და­ვი­ტა­ნეთ და ძლივს გან­ვა­ახ­ლეთ მუ­შა­ო­ბა. ახლა ისევ აუქ­მე­ბენ 10 კაც­ზე მე­ტის შეკ­რე­ბას.

რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ვრჩე­ბით ულუკ­მა­პუ­როდ. ეს კერ­ძო ბიზ­ნე­სია და მთლი­ა­ნად ქორ­წი­ლებ­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩემს კომ­პა­ნი­ა­ში ვართ ყვე­ლა და­საქ­მე­ბუ­ლი. ყვე­ლა დავ­რჩე­ბით ელე­მენ­ტა­რუ­ლი შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, არ წყდე­ბა პა­ტარ­ძლე­ბის ზა­რე­ბი. აუქ­მე­ბენ შეკ­ვე­თებს და ითხო­ვენ კა­ბე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბას. მაგ­რამ ჩვენც რა ვქნათ, ვერ ვუბ­რუ­ნებ უკან გა­დახ­დილ ბე­ებს. მში­ე­რებს გვტო­ვე­ბენ? სექ­ტემ­ბე­რი და ოქ­ტომ­ბე­რი არის აქ­ტი­უ­რი ქორ­წი­ლე­ბის მხრივ და ახლა თუ აკ­რძა­ლა­ვენ ყვე­ლა­ნა­ირ თავ­შეყ­რას, გა­მო­დის, რომ სრუ­ლი­ად უსახ­სროდ დავ­რჩე­ბით. ისე­დაც მხო­ლოდ ექ­ვსი თვე ვმუ­შა­ობთ წე­ლი­წად­ში აქ­ტი­უ­რად. ამ პან­დე­მი­ის გამო მო­მი­წია თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის გაშ­ვე­ბა, რად­გან ხელ­ფასს ვერ ვუხ­დი­დი.

- რა მო­თხოვ­ნე­ბი გაქვთ ახლა? რაში ხე­დავთ გა­მო­სა­ვალს?

- მო­ვი­თხოვთ შეხ­ვედ­რას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან. რა­ღაც გა­მო­სავ­ლის მო­ძებ­ნა­ში მოგ­ვეხ­მა­რონ. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ოქ­ტომ­ბრის ბო­ლომ­დე და­უ­შე­ვე­ბენ 100 კა­ცის შეკ­რე­ბას. განაგრძე კითხვა