სასტუმროები და სუპერმარკეტები, რომელიც ბათუმში დააჯარიმეს - სრული სია

2020 წლის 10 სექტემბერს, შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელების მიერ ბათუმში კვების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, სუპერმარკეტების ობიექტებისა და სასტუმროების შემოწმება განხორციელდა.

შემოწმება 8 სასტუმროში განხორციელდა, რომელთაგან მოთხოვნები 6-მა დააკმაყოფილა. ესენია:

  • აისი
  • ბესტ ვესტერნი
  • მერკური
  • აქვა ჰოტელი
  • შერატონი
  • რედისონი

მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 2-მა:

  • სტამბული
  • გალოგრე

შემოწმება ასევე, 8 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტშიც განხორციელდა, რომელთაგან მოთხოვნები მხოლოდ გუდვილმა დააკმაყოფილა.

მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 7-მა, რომლებიც 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდნენ. ესენია:

  • ვილმარტი
  • სპარი
  • ნიკორა
  • ორი ნაბიჯი
  • იალჩინ მარკეტი
  • მაგნიტი
  • კარფური

არსებული რეგულაციების გაუთვალისწინებლობის გამო, 3 სარიტუალო დარბაზის მფლობელიც დაჯარიმდა. საქმიანობა შეაჩერა 17-მა სარიტუალო დარბაზმა.

ბათუმში, სამუშაო პროცესში რეკომენდაციების დაცვის შესრულებასთან დაკავშირებით, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებაც.

გაფრთხილების შემდგომ შემოწმდა 28 კვების ობიექტი (რესტორანი), რომლებსაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციები სრულად ჰქონდათ გათვალისწინებული.

მოთხოვნები დააკმაყოფილა ყველა შემოწმებულმა კვების ობიექტებმა (რესტორანი):

  • შავი ზღვა
  • ბალაგანი
  • ფიშლანდია
  • ფიშპოინტი
  • პორტა ბათუმი
  • ოქროს თევზი
  • მარსელი
  • მაჭახელა
  • სანაპირო
  • ადმირალ ტერასა
  • ლე პორტე
  • ლაით ჰაუსი
  • პონტოსი
  • აჭარა პალასი
  • ბახტრიონი
  • ზაქარა
  • თეთრი ბათუმი
  • მეფაიტონე
  • შერეკილები
  • შუმერული
  • ძველი გემო
  • ხინკლის გემო+
  • ფიროსამანი
  • თავადური
  • საზანდარი
  • ახალი გემი
  • ვივა ლათინო
  • ნეო კა

ნინი ქეთელაური