აშშ-ში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი რეკორდულ მინიმუმამდე შემცირდა

ამერიკის იპოთეკური დაკრედიტების ღირებულებამ ისტორიული მინიმუმი განაახლა. მიმდინარე კვირას 30-წლიან იპოთეკურ სესხებზე საშუალო განაკვეთი 2,86%-მდე შემცირდა, წინა კვირის 2,93%-თან შედარებით - იუწყება Freddie Mac.

ერთი წლის წინ კი განაკვეთი 3,56% იყო. დღევანდელი მაჩვენებელი არის ყველაზე დაბალი 1971 წლის შემდეგ, რაც საპროცენტო განაკვეთების აღწერა დაიწყო.

ამ დროისთვის 15-წლიან კრედიტებზე 2,37%-იანი განაკვეთი მოქმედებს, 5-წლიან იპოთეკაზე 3,11%.

კოკა კვირკველია