კვების ობიექტები ბათუმში, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციები დააკმაყოფილა

შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელების მიერ ბათუმში 28 კვების ობიექტი შემოწმდა, რომელთაგან ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციები ყველამ დააკმაყოფილა.

გაფრთხილების შემდგომ, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციები სრულად ჰქონდათ გათვალისწინებული შემდეგ კვების ობიექტებს:

  • შავი ზღვა
  • ბალაგანი
  • ფიშლანდია
  • ფიშპოინტი
  • პორტა ბათუმი
  • ოქროს თევზი
  • მარსელი
  • მაჭახელა
  • სანაპირო
  • ადმირალ ტერასა
  • ლე პორტე
  • ლაით ჰაუსი
  • პონტოსი
  • აჭარა პალასი
  • ბახტრიონი
  • ზაქარა
  • თეთრი ბათუმი
  • მეფაიტონე
  • შერეკილები
  • შუმერული
  • ძველი გემო
  • ხინკლის გემო+
  • ფიროსამანი
  • თავადური
  • საზანდარი
  • ახალი გემი
  • ვივა ლათინო
  • ნეო კა

ცნობისთის, 2020 წლის 10 სექტემბერს, შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელების მიერ ბათუმში კვების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, სუპერმარკეტების ობიექტებისა და სასტუმროების შემოწმება განხორციელდა. შემოწმებული 8 სასტუმროდან, მოთხოვნები 6-მა ვერ დააკმაყოფილა, 8 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტიდან კი 7-მა.