შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელების მიერ ბათუმში 28 კვების ობიექტი შემოწმდა, რომელთაგან ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციები ყველამ დააკმაყოფილა.
გაფრთხილების შემდგომ, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციები სრულად ჰქონდათ გათვალისწინებული შემდეგ კვების ობიექტებს:
ცნობისთის, 2020 წლის 10 სექტემბერს, შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელების მიერ ბათუმში კვების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, სუპერმარკეტების ობიექტებისა და სასტუმროების შემოწმება განხორციელდა. შემოწმებული 8 სასტუმროდან, მოთხოვნები 6-მა ვერ დააკმაყოფილა, 8 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტიდან კი 7-მა.