ბათუმის და ქობულეთის გარდა, სკოლებში სწავლის დაწყება ორი კვირით, 1-ელ ოქტომბრამდე კიდევ რამდენიმე ქალაქში გადაიდო.
ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია, მსხვილ ქალაქებზე, როგორიცაა: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი. როგორც გახარიამ განაცხადა, ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, ისევე როგორც სკოლებში, დაიწყება 1-ლი ოქტომბრიდან.